10 დეკემბერს ანტიკრიზისული საბჭო პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს, ალექსანდრე კვიტაშვილს და ეკომონიკური განვითარების მინისტრს, ზურაბ პოლოლიკაშვილს იბარებს.
ანტიკრიზისული საბჭოს წევრები საავადმყოფოების პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხის და კომპანია ~ბლოკ ჯორჯიასთან~ გაფორმებული ხელშეკრულებების თაობაზე წარმოქმნილი პრობლემების გარკვევას ორ მინისტრთან ერთად აპირებენ.
~ბლოკ ჯორჯია~, რომელსაც ხელისუფლებამ ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორის მართვა ჩააბარა, საპარლამენტო ოპოზიციამ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაანაშაულა.
საავადმყოფოების თემის გარდა, პოლოლიკაშვილს პასუხების გაცემა ასურეთის მიწებისა და ოქროყანის აგარაკების პრივატიზების საკითხზეც მოუწევს.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე განხილვის თემა იქნება ასევე ~ქართული დასის~ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას ინიციატივა მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების შესახებ.