უახლოესი 10 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის განვითარება აზერბაიჯანის დომინირების სიბრტყეში წარიმართება. ეს როგორც ეკონომიკურ ისე დემოგრაფიულ სიბრტყეებს. განცხადება ამის შესახებ ბაქოს პოლიტიკური კვლევების სკოლის დირექტორმა ილგარ მამედოვმა გააკეთა.
"იმასთან შედარებით რა იყო ჩვენს რეგიონში 10 წლის წინ, ცვლილებები უკვე შესამჩნევია. მომდევნო 10 წლის განმავლობაში კი ახლანდელი ტებდენციები გამყარება და თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობებს. ჩვენი ქვეყანა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში გააგრძელებს თავისი ეკონომიკის გაზრდას. მაგალითისათვის, თუკი 10 წლის წინ აზერბაიჯანის ეკონომიკა სომხეთის 2,5 ეკონომიკას უდრიდა, ახლა 5 ეკონომიკას უდრის, კიდევ ხუთი წლის შემდეგ 8 ეკონომიკის ტოლი იქნება 10 წლის შემდეგ კი ალბათ ათის. ეს ძალიან დიდი სხვაობაა", _ აცხადებს მამედოვი "ნოვოსტი აზერბაიჯანისათვის" მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, დისპროპორცია ეკონომიკურ ზრდაში ასევე შენარჩუნდება აზერბაიჯანის საქართველოსთან მიმართებაში.
"საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთში კიდევ ერთი დიდი პრობლემა არსებობს, რომელიც დეპოპულარიზაციასთანაა დაკავშირებული. საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთის მოსახლეობა თითქმით ორჯერ შემცირდა და შესაძლოა კიდევ შემცირდეს მომდევნო 10 წლის განმავლობაში. მაშინ როდესაც აზერბაიჯანის მოსახლეობა დამოუკიდებლობის წლებში 1,5 მილიონით გაიზარდა", _ აცხადებს მამედოვი და აცხადებს, რომ რაც შეეხება პოლიტიკურ კონსტრუქციას მომავალი ათი წლის განმავლობაში - "უკვე ახლა იკვეთება, რომ უკვე ახლა არის შესამჩნევი ცვლილებები რუსეთსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები. თან არა მხოლოდ ოფიციალური ბაქოს მხრიდან არამედ კრემლის მხრიდანაც".
"უკვე იგრძნობა რუსული მხარის მერყეობა იმასთან დაკავშირებით, ღირს თუ არა საერთოდ სომხეთის განხილვა სამხრეთ კავკასიაში პრიორიტეტული პარტნიორის რანგში. შემდგომში მიმაჩნია, რომ გაძლიერდება ტენდენცია სამი ქვეყნის თანამშრომლობისა და ეს ქვეყნები იქნებიან - აზერბაიჯანი, თურქეთი და ირანი", _აცხადებს მამედოვი.