მტკვარში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.ნოდარ გელაშვილი ორი კვირის მანძილზე დაკარგული იყო. თუმცა მის ცხედარს სოფელ ხრცისას ხიდთან, მდინარე მტკვარში მიაგნეს.
ძლიერი დინების გამო ახლობლებმა ცხედრის მდინარიდან გატანა დამოუკიდებლად ვერ შეძლეს და მათ მაშველები დაეხმარნენ.
ცნობისთვის, გელაშვილის მანქანა მდინარეში აპრილის ბოლოს სოფელ სათივესთან, ხიდიდან გადავარდა. ავტომობილში მასთან ერთად კიდევ ერთი მგზავრი იმყოფებოდა, რომელიც მწყემსებმა გადაარჩინეს. გელაშვილი და მანქანა კი დინებამ წაიღო.
ავტომობილის პოვნა ჯერაც ვერ მოხერხდა.