აშშ-ს პოზიცია ვერ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ეს განცხადება რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აშშ-ს კონგრესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის შესაძლო მიღების კომენტირებისას გააკეთა.
"ჯერ-ჯერობით არ მაქვს საშუალება იმ რეზოლუციის პროექტის ტექსტს გავეცნო, რომელიც სენატორებმა კონგრესში განსახილველად შეიტანეს, თუმცა მიხვდე თუ რა ეწერება მასში არც თუ ისე ძნელია. ამიტომაც ვიტყვი, რომ ამ დოკუმენტში, თუნდაც მაქსიმალურად მკაცრ და ხისტ ტონში იყოს განმეორებული აშშ-ს ცნობილი პოზიცია 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც კარდინალურად განსხვავდება რუსეთის შეფასებასთან ამ საკითხთან მიმართებაში, იგი ვერ შეცვლის თანამიმდევრულ და ნაყოფიერ თანამშრობლობას რუსეთსა და აშშ-ს შორის", _ აცხადებს კონსტანტინე კოსაჩოვი.
მისივე თქმით, ნებისმიერ პარლამენტს, მათ შორის აშშ-ს კონგრესსაც აქვს უფლება პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით განცხადებები მიიღონ, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ "ახლა ამ ორი სენატორის ასეთი ინიციატივა, რომლებიც აშშ-ს დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს წარმოადგენენ სრულიად არადროულია".