რუსეთის გეოპოლიტიკური აკადემიის პრობლემების პრეზიდენტი ლეონიდ ივაშოვი აცხადებს, რომ როდესაც მსოფლიო პოლიტიკის უმსხვილესი მოთამაშეები გავლენის მოპოვების გამო ერთმანეთს დაეტაკებიან საქართველოსგან აღარაფერი დარჩება. ეს განცხადება ივაშოვმა "georgiatimes.info" -სათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"სააკაშვილი ოკეანის გაღმიდან თავისი პარტნიორების თანხმობის მიღების გარეშე არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს. აშშ-ში მოქმედ გარკვეულ ძალებს სურთ, რომ რუსეთს გამუდმებით ვინმე აღიაზიანებდეს, აბრაზებდეს, მის პოტენციალს ასუსტებდეს და სწორედ ასეთ მარიონეტად არის არჩეული სააკაშვილი. რა თქმა უნდა იგი პროვოკაციებს გააგრძელებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რუსეთს აქვს საკმარისი ძალა და საშულება იმისათვის, რომ ყოველივე ეს გაანეიტრალოს", _ აცხადებს ივაშოვი და ყურადღებას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოს როლზე ამახვილებს.
"დღეს მსოფლიოში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომელთა შედეგადაც სახელმწიფოები, ისეთ დიდებიც კი როგორიც შეერთებული შტატებია უკვე აღარ არიან მსოფლიო ისტორიული პროცესების დამოუკიდებელი სუბიექტები. დღეს ასპარეზზე გამოდიან სხვა და სხვა გაერთიანებები და იმედი, რომ საქართველო დარჩება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომელიც არავისი გავლენის ქვეშ არ მოექცევა ფუჭია - ასეთი რამ არ იქნება", _ აცხადებს ივაშოვი და აღნიშნავს, რომ საქართველო, თავისი სტრატეგიული პატრნიორობის ვექტორის შეცვლით, შესაძლოა მძლავრი მსოფლიო მოთამაშეების გავლენის ქვეშ მოექცეს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ახლოს არის მძლავრი მოთამაშე თურქეთის სახით, რომ ევროპაც იბრძვის კავკასიისათვის, აშშ, აქვეა ირანიც, რომელსაც არ სურს რომ ამერიკელები აკონტროლებდნენ და მართავდნენ საქართველოს და როდესაც ეს ძალები ერთმანეთს დაეტაკებიან საქართველოსგან ბუმბულიც არ დარჩება - აი რაშია სააკაშვილის ტრაგედია", _ აცხადებს ლეონიდ ივაშოვი.