"8 ივნისს მოსკოვის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში II საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართება სახელწოდებით "აფხაზეთის რესპუბლიკა - განვითარების ახალი ჰორიზონტები", _ ინფორმაცია ამის შესახებ მოსკოვის სავაჭრო სამრეწველო პალარის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზეა გამოქვეყნებული, რომელიც ამ ღონისძიების ორგანიზატორია.
"ბოლო დროს აფხაზეთის რესპუბლიკა არის ლიდერი ინვესტირებისათვის საჭირო ყველაზე საინტერესო მიმართულებებში. სწრაფი განვითარება და ქვეყნის ეკონომიკის ზრდა სხვა და სხვა კატეგორიის ინვესტორების სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. რესპუბლიკაში საინვესტიციო საქმიანობის ზრდის მზარდი ინტერესის გამო გაჩნდა აუცილებლობა პერსპექტიული მიმართულებებისა და აფხაზეთის ეკონომიკაში ინვესტირების შესაძლებლობის განხილვისა", _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ აღშნულ ღონისძიებას სავარაუდოდ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები