კრასნოიარსკიდან სოჭში სეპარატისტულ აფხაზეთში მისი შემდგომი დეპორტაციისათვის ე.წ. კანონიერი ქურდი 48 წლის მერაბ ბახია გადაიყვანეს. ბახიას კრიმინალურ წრეებში "ბახა-ბახას" ზედმეტი სახელით იცნობენ. ბახია აფხაზური მხარისათვის უკვე გადაცემულია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ე.წ. კანონიერი ქურდი "ბახა-ბახა" მდინარე ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აფხაზური მხარისათვის უკვე გადაცემულია."_ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, სოხუმის მაცხოვრებელი მერაბ ბახია მისულინსკის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ 22 აპრილს დააკავეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეების რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის რეჟიმის დარღვევის გამო.
მანამდე ბახია ციხეში 2007 წლიდან იხდიდა სასჯელს.