საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგოლ კარასინის მიერ ლარსის გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ბოკერიას განცხადებით, ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის საკითხი გადაწყვეტილია და უახლოეს მომავალში გაიხსენება. ბოკერიას თქმით, ლარსის გახსნა შედის საქართველოს ინტერესებში და ეს პრობლემას არ შეუქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
"ლარსის საკითხი არ არის სიახლე. მოსალოდენლია მისი გახსნა, თუ არ შეიქმნა რაიმე სერიოზული პრობლემა. ეს შედის ჩვენს ინტერესებში და მისი გახსნა პრობლემას არ შეუქმნის ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს", - განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ კარასინმა ლარსის გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით ქართული მხარე არათანმიმდევრულ მოქმედებებში დაადანაშაულა.
"ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის თაობაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დეკემბერში გაიმართება. აღნიშნული გამშვები პუნქტის მოდერნიზების დასრულების შემდეგ ოფიციალურ თბილისს საზღვარზე მოძრაობის გახსნა შევთავაზეთ, თუმცა ქარული მხარე არათანმიმდევრულად იქცევა", - განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, რომ ლარსის გამშვები პუნქტი 2006 წლის 8 ივლისს რუსული მხარის ინიციატივით ჩაიკეტა. მიზეზად სარემონტო სამუშაო დასახელდა.