"კოპენჰაგენში გამართული ისტორიული შეხვედრის შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მთელი კაცობრიობისთვის", _ ეს განცხადება დღეს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გააკეთა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ კოპენჰაგენში გამართული შეხვედრის შეთანხმებებში იქნება კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებასა და მისადმი ადაპტაციას მიეძღვნება. ასევე იქნება შეთანხმებები დაფინანსებისა და ტექნოლოგიების გაცვლის შესახებ.
"კოპენჰაგენს შეუძლია და უნდა გახდეს კიდეც გადამწყვეტი მომენტი მსოფლიო ძალისხმევაში კლიმატის ცვლილებების საკითხთან დაკავშირებით", _ განაცხადა პან გი მუნმა.
მან ყურადღება გაამახვილა იმ დიდი და მცირე სახელმწიფოების სიმრავლეზე, რომლებმაც უკვე განაცხადეს კონკრეტული ვალდებულებების აღების შესახებ პლანეტაზე გლობალური დათბობის საკითხებთან ბრძოლის საკითხში.
პან გი მუნმა განაცხადა, რომ იგი 15 ნოემბერს კოპენჰაგენის კონფერენციას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის გახსნაში.
გაეროს გენერალურმა მდივანმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს გლობალური დათბობის დამადასტურებელი სამეცნიერო დადასტურება არასაიმედოა.
"ის მონაცემები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი ელექტრონული ფოსტის გატეხის შედეგად გახდა, არ აყენებს ეჭვის ქვეშ მეცნიერთა მთავარ დასკვნებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებებთანაა დაკავშირებული. ეს დასკვნები საკმაოდ ერთმნიშვნელოვანია. კლიმატი იცვლება და იცვლება იმაზე საკმაოდ სწრაფად, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ხოლო ადამიანი ამ ცვლილებების მთავარი მიზეზია", _ განაცხადა პან გი მუნმა.