ბრაზილიის ადვოკატთა ასოციაციის შეფასებით, საქართველოს სასამართლო კანონმდებლობის კუთხით ერთი საუკუნითაა ჩამორჩენილი. ამის შესახებ პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრის დროს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უცხოელ კოლეგებს ქართველი ადვოკატების დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი აჩვენა, ბრაზილიის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი იმდენად გაოცდა, რომ განაცხადა, "მეგონა, ბრაზილია ყველაზე საშინელ დღეში იყო, მაგრამ როგორც ჩანს, თქვენ ერთი საუკუნით ჩამოგვრჩებით".
ხატიაშვილის თქმით, ასოციაცია გეგმავს ევროპარლამენტარების ხელმოწერების შეგროვებას, რათა საქართველოში ადვოკატთა უფლებების დარღევის საკითხის ინიცირება და განხილვა ვეროპარლამენტში მოხდეს.