აღიარებითი ჩვენების შემდეგ ჯგუფ Pink Floyd-ის გიტარისტ დევიდ გილმორის ვაჟი, შესაძლოა, ციხეში მოხვდეს. 21 წლის ჩარლი გილმორმა ლონდონში დეკემბერში მომხდარ მასობრივ საპროტესტო აქციებსა და მომხდარ არეულობებში მონაწილეობა სასამართლო პროცესზე უკვე აღიარა.
არეულობის დროს ჩარლი გილმორი ქალაქის მთავარ სამხედრო ქანდაკებაზე აღმართულ დროშას ჩამოეკიდა, რაც ფოტოზეც დაფიქსირდა. მოგვიანებით გილმორმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა და საკუთარ საქციელს იდიოტური უწოდა. ამასთან, აღნიშნა, რომ მღელვარების დროს არ ესმოდა, რომ დაღუპულ ბრიტანელთა საპატივსაცემოდ აღმართულ მემორიალს ჩამოეკიდა.
ივლისამდე გილმორი გირაოთი გაუშვეს, რათა მან კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლა დაასრულოს. 8 ივლისს კი სასამართლო მოსმენა კვლავ განახლდება. მოსამართლის თქმით, გირაო სულაც არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდას ციხიდან თავის დაღწევა შეეძლება.
შეგახსენებთ, დეკემბერში ლონდონში საპროტესტო გამოსვლები მოეწყო, რომლის მონაწილეებიც უნივერსიტეტებში გადასახადის ზრდას აპროტესტებდნენ.