საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
ვალდას ზატლერი და ლატვიის სახელმწიფო დელეგაცია გმირთა მოედანზე დღეს დილით სრული შემადგენლობით იმყოფებოდა.
ამ წუთებში ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვდება. საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ვალდას ზატლერი ძველი თბილისის უბნებში გაისერნეიბს, შემდეგ კი საქართველოში ლატვიის დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ლატვიის დელეგაცია საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს.