სახელმწიფო კანცელარიაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება.
სხდომაზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი მინისტრთა კაბინეტს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხთან დაკავშირებით ანგარიშს გააცნობს.
სუბელიანის განმარტებით, წელს ბინები 11-მდე ოჯახს დაუკანონდა, 400-მდე კოლექტიური ცენტრი კი გარემონტდა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული პრობლემების მოსაგვარბელად უკვე 31 მილიონი ლარი დაიხარჯა.
"საქართველოში აფხაზეთიდან დევნილი სულ 235 ათასი ადამიანია. ისინი ფართებით სრულად 2010 წლის ბოლომდე დაკმაყოფილდებიან", - აცხადებს სუბელიანი.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომას განათლების უწყების ხელმძღვანელის რანგში პირველად დაესწრება სასჯელაღსრულები, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა უკვე ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.
მთავრობის სხდომა სახელმწიფო კანცელარიაში 16:00 საათზე დაიწყება.