ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი და უმრავლესობის სხვა წარმომადგენლები ქ. ბონში (გერმანია) ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრებიან.
9-10 დეკემბერს ბონში გაიმართება ევროპის სახალხო პარტიის (EPP) კონგრესი, რომელიც წარმოადგენს გაერთიანების უმაღლეს ხელმძღვანელ ორგანოს. კონგრესზე მიიღება პარტიის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ევროპის სახალხო პარტიის წევრი, მუდმივად არის წარმოდგენილი გაერთიანების ღონისძიებებზე. პარტიის დელეგაცია მონაწილეობს EPP-ის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში.
ევროპის სახალხო პარტია წარმოადგენს ევროპის მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ პარტიათა უდიდეს გაერთიანებას, რომელიც ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლობა ევროპის სახალხო პარტიასთან მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს ევროპულ ინსტუტებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას და, ამდენად, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.