პოლონეთისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა ლეხ კაჩინსკიმ და თომას ჰენდრიკ ილვესმა ვარშავაში შეხვედრისას საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, ის საკითხები, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებში არსებულ საკითხებში ამ ქვეყნების პოზიციებს ეხება.
საპრეზიდენტო მინისტრის (ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) მარიუშ ხანდზლიკის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს საკითხს.
ხანდზლიკის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ისაუბრეს ნატოს მომავალზე და აღნიშნეს, რომ ალიანსმა უნდა შეინარჩუნოს თავდაცვითი-პოლიტიკური ფუნქცია.
თომას ჰენდრიკ ილვესმა ლეხ კაჩინსკი ბალტიისპირეთის ქვეყნების სამიტზე დაპატიჟა, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთის პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და ლატვიის პრემიერი ივან გოდმანისი 2008 წლის 12 აგვისტოს თბილისში იმყოფებოდნენ რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოსახატავად.