ლატვიის პრეზიდენტი ვალდას ზატლერსი აცხადებს, რომ ლატვიის ბიზნესდელეგაცია საქართველოში კონკრეტული ბიზნესწინადადებებით არის ჩამოსული. როგორც სასტუმრო "რედისონში" სიტყვით გამოსვლისას ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოსა და ლატვიას ამ ეტაპზე 53 ერთობლივი საწარმო აქვთ.
ზატლერსის თქმით, მიმდინარე წელს ლატვიასა და საქართველოს შორის ექსპორტი 30 პროცენტით გაიზარდა. ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ბიზნესფორუმზე ჩამოსული არიან ბიზნესმენები ბიზნესის თითქმის ყველა სფეროდან და იგეგმება კონკრეტული ბიზნესგეგმების შემუშავება.
"17 წლის ვიყავი საქართველოში. თქვენი ქვეყანა სერიოზულად შეიცვალა მის შემდეგ. ლატვიასა და საქართველის შორის ექსპორტი 30 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ 53 ერთობლივი საწარმო გვაქვს. სექტემბერში ლატვიის და საქართველოს ერთობლივი ბიზნესფორუმი ლატვიაში ჩატარდა. დღეს კი აქ ვართ იმისათვის, რომ ბევრი შემოთავაზება გავაკეთოთ. აქ წარმოდგენილია ბიზნესმენები თითქმის ყველა სფეროდან. ამ ფორუმის მიზანია კონკრეტული ბიზნესგგემების შემუშავება ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კონტაქტები, რაც მომავალ თანამშრომლობას ხელს შეუწყობს", - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.