გზების მშენებლობის შემდეგ ფოთი 150 ათასიანი ქალაქი გახდება. როგორც პრეზიდენტმა ავლაბრის სასახლეში მეგზევეების დაჯილდოებისას განაცხადა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თბილისი განიტვირთოს და რეგიონები განვითარდეს.
როცა გზა გაიხსნება ფოთი გახდება 40-ის ნაცვლად 150 ათასიანი ქალაქი, ქუთაისის მოსახლეობა გაიზრდება 300 ათასამდე და თბილისის მოსახლეობა განიტვირთება.
პრეზიდენტის თქმით, ქუთაისის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და იქ პარლამენტის გადატანის შემდეგ ქუთაისის მოსახლეობა 300 ათასამდე გაიზრდება.
"ადმინისტრაციული ფუნქციების და სამთავრობო ფუნქციების გადანაწილება უნდა მოხდეს ქუთაისზე, ისევე როგორც თავის დროზე ბათუმში გადავიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლო. უნდა მოხდეს ამით ჩვენი დედაქალაქის ნორმალურ პროპორციამდე დაყვანა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა