დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის სასახლეში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, რამაზ ნიკოლაიშვილს ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა ღირსების ორდენები საგზაო პროექტებში მონაწილეებსაც გადასცა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში გზები აქტიურად შენდება, რაც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საფუძველია. სააკაშვილის თქმით, გზების მშენებლობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას საქართველოს რეგიონებში.
"ვაშენებთ ახალქალაქი თბილისის გზას, რომლითაც თითქმის ორჯერ შემცირდება მანძილი და ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აგვეშენებინა გზა ჯავახეთიდან თბილისამდე, მაგრამ მეორე გზა რომელიც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია არის ჯავახეთიდან ბათუმამდე, რომელიც ასევე განავითარებს აჭარის მაღალმთიანეთს და რეალურად მოგვცემს ახალ გუდაურზე მნიშვნელოვან და დიდი პოტენციალის მქონე კურორტს ხულოს ზემოთ. ნაწილი ამ კურორტის გადავა ჯავახეთში უდეს მიმართულებით. ამაზე ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს დაპროექტების სამუშაოები უცხოელებთან ერთა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. .