საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოში ვიზიტად მყოფი ლატვიის პრეზიდენტის საპატივცემულოდ ოფიციალური მიღება გაიმართა.
ვალდის ზატლერსსა და მის მეუღლეს ლილიტა ზატლერსს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმასპინძლა. შეხვედრას, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
საუბრის ძირითადი თემა ტურიზმის განვითარება და რეგიონის საინვესტიციო ბაზრის პერსპექტივები იყო. აქცენტები ეკონომიკურ სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზეც გაკეთდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლატვიელმა სტუმრებმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა სასტუმრო "შერატონი" მოინახულეს.