"ქრისტიან-დემოკრატები" მოითხოვენ, რომ ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების სოციალური დაცვისას არ უნდა არსებობდეს შრომისუნარიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვა. ამის შესახებ განცხადება `ქრისტიან-დმოკრატების" წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი შეიცავს უსამართლო და დისკიმინაციულ ნორმას, კერძოდ, ყოველთვიურად სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ დაღუპული ჯარისკაცების მხოლოდ შრომის უუნარო მეუღლე და მშობლები.
`განურჩევლად შრომითი სტატუსისა, თავგანწირვის ფაქტი არ იცვლება, შრომისუნარიანია თუ არა ადამიანი, მისი ოჯახის წევრი დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ჯარისკაცმა თავი გასწირა სამშობლოსთვის და თუ სახელმწიფოს სურს დააფასოს ეს გმირობა არანაირი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს და სოციალური დაცვის გარანტიები თანაბარი უნდა იყოს ყოველი დაღუპული ოჯახის წევრისთვის~, - აცხადებს ანიკაშვილი და აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური ძალა ითხოვს, რომ აღნიშნული კატეგორიის სოციალური დაცვისას არ უნდა არსებობდეს შრომისუნარიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვა.
ამ წინადადებას კი `ქრისტიან-დემოკრატები~ ალტერნატიული კანონპროექტის სახით მოამზადებენ და საკითხის მეორე მოსმენით განხილვისას წარმოადგენენ.
ანიკაშვილის განმარტებით, მათი წინადადება დამატებით დანახარჯებს საჭიროებს, დეტალური გაანგარიშება უკვე მომზადებულია და წინადადება ოთხი მილიონი ლარის დამატებას მოითხოვს. რაც, მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებების ხარჯზე უნდა იქნს უზრუნველყოფილი.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების მეირ წარმოდგენილი კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა უკვე მიიღო, ხოლო ,,ქრისტიან-დემოკრატების" წინადადება ოფიციალურად უკვე დარეგისტრირებულია და მას კენჭს პარლამენტის უახლეს სხდომაზე უყრიან.