ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოცდასამი წევრი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსურ მაქინაციაში ჩართულ ყველა პირს თავიანთ სახელებზე დარეგისტრირებული ჰქონდათ სხვადასხვა სახელწოდების რამდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და გარკვეული დროის განმავლობაში ახორცილებდნენ ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის, კერძოდ, ანგარიშფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების დამზადებასა და გასაღებას.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის წევრები იყვნენ: დავით ნადირაშვილი (შპს „ეს-თი-ესი", შპს „ჰენდი ბენი"), დავით იმნაძე (შპს „სერვის ჯგუფი", შპს „ივერია არტი", შპს „გამა", შპს „კომპლექს სერვისი", შპს „დი სერვისი", შპს „ახალი სტილი", შპს „დ.დ.დ. 110", შპს „ჯენტო" , შპს „უნივერსმშენი"), ნიკოლოზ ჩახვაშვილი (შპს „ნიკე", შპს „ნიკა ენდ კო", შპს „ნიმა", შპს „ლოტუსი"), ნიკოლოზ ხვიტია (შპს „ლუკა11", შპს „ანდრო"), რევაზ ლონდარიძე (შპს „ჯი-ეი--თი სტუდიო", „გრაფიკ ჰაზუსი"), ნუგზარ თურმანიძე ( შპს „ტრანსპორტის სამყარო"), გიორგი ფერაძე ( შპს „ჯი-აი-პი სერვისი", შპს „სტილი"), ონისიმე ძაძამია (შპს „სათნო"), ალექსანდრე ბექაური (შპს „შადრევანი"), ნოე წვერავა (შპს „შადრევანი"), არჩილ მელქუაშვილი ( შპს „სექტორ-სერვისი"), გიორგი კიკვაძე ( შპს „ჰარმონია", შპს „გოთუას 26"), იმედა ფილაური (შპს„ დი-ენ-ჯი ჯგუფი", შპს „თბილუნივერსი", შპს „ინტრო სტილი"), გიორგი ცხვედიაშვილი ( შპს „შაკო"), რევაზ წულუკიძე (შპს„პოსტ გალერეა", შპს „საქტენტი", შპს „ბრენდ სტილი"), თენგიზ ღოღობერიძე ( შპს „სხივი"), სიმონ ახობაძე (შპს„ემ+"), გელა ჯიოევი (შპს „ევროდიგიტალი", შპს „ბვილდანტი", შპს „ემტრეიდი"), ჯონი ზაქაშვილი ( შპს „ნორიკო", შპს ბატე", შპს „ჯინი", შპს „დ.ი.გ.2010") , აკაკი ნატროშვილი (შპს „ იმპექს+), კობა კვეტენაძე (შპს „კარა"), მიხეილ ჯაფარიძე (შპს „თბილისის კარიბჭე").
ძიებამ დაადგინა, რომ ცრუმეწარმეების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და უშუალო ხელმძღვანელი იყო დავით ნადირაშვილი, რომელიც ინტენსიურად იყენებდა პირად ურთიერთობებს, უკავშირდებოდა ზემოთ ჩამოთვლილ ნაცნობ-მეგობრებს და სთავაზობდა მათ, რომ დაეფუძნებინათ ფიქტიური კომპანიები, რათა საგადასახადო ორგანოებში ყალბი ელექტრონული და არაელექტრონული ანგარიშფაქტურები წარედგინათ და დამატებითი ღირებულების გადასახადის ფიქტიური ჩათვლები მიეღოთ. მათ მიერ დამზადდა ყალბი ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები ერთობლიობაში დაახლოებით 5 მილიონი ლარის პროდუქციაზე. ფიქტობრივად ჩათვლილი დამატებითი ღირებულების გადასახადის ოდენობამ თითქმის ერთი მილიონი ლარი შეადგინა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს წიანსწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე და 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.