ბათუმმა, შესაძლოა, საქართველო-პოლონეთის ბიზნეს-ფორუმს უმასპინძლოს, ამის შესახებ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წარმომადგენლებისა და პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კატოვიცას რეგიონალური სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც საგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარის თანაშემწემ ირაკლი სამნიძემ განუცხადა, კატოვიცას წარმომადგენლები ხელვაჩაურის ეკონომიკური და ქობულეთის ტურისტული ზონებით დაინტერესდნენ. კატოვიცის წარმომადგენლების საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში სტუმრობისას, ისინი ასოციაციის სტუქტურას, აჭარის ბიზნეს გარემოს და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრების საქმიანობას გაეცნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კატოვიცას რეგიონალური სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ტადეუშ დონოციკმა და კატოვიცას სპეციალური ეკონომიკური ზონის პრეზიდენტმა ანდრჟეს პასეკმა აღნიშნეს, რომ პოლინეთთან შედარებით საქართველოში ბიზნესის კეთება საკმაოდ მარტივია, რადგანაც ქვეყანაში საკმაოდ მარტივი საბაჟო და საგადასახადო რეგულაციები მოქმედებს.
: