ქართულმა მხარემ მოსკოვს მორიგი საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, ამ მიზნით სამინისტროში საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის მოადგილე ანიტა შლიუხტერი მიიწვიეს.
რუსეთის მხარისათვის მისაწოდებლად შლიუხტერს გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა, 30 ნოემბერს, ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერალური კრების დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.