რუსეთმა აფხაზეთში საბრძოლო კატარღების გაშვება გადადო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვმა გლოვის დღესთან დაკავშირებით მიიღო.
რუსეთის სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაციით, კატარღები ოჩამჩირეში რამდენიმე დრეში შევა და საზეიმო დახვედრაც გაიმართება.
რუსული მხარის განმარტებით, სამი კატარღა აფხაზეთის ე.წ ტერიტორიულ წყლებში მუდმივად იქნება დისლოცირებული და დე-ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოებას დაიცავს.