განათლების მინისტრიეს პოსტზე დიმიტრი შაშკინს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დღეს ოფიციალურად წარადგენს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, გილაური განათლების სამინისტროში 12:30 საათზე მივა და თანამშრომლებს უწყების ახალ მინისტრს გააცნობს.
საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება ნიკა გილაურმა გუშინ გააკეთა. რაც შეეხება განათლების უკვე ყოფილ მინისტრს, ნიკა გვარამია უცხოეთში სასწავლებლად მიემგზავრება.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის პოსტს.