ჩინეთის პროვინცია ხუანანის ერთ-ერთი სკოლის კიბეზე წარმოქმნილი ჭყლეტისას 8 ბავშვი დაიღუპა და 26-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
ტრაგედია სკოლაში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა. ბავშვები სკოლის გასასვლელისკენ გაემართნენ. კიბეზე ერთი ბავშვი წაიქცა, რასაც წყლეტა მოჰყვა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. განათლების ადგილობრივი სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან გადააყენეს, მოსალოდნელია სხვა ადმინისტრაციული ღონისძიების გატარებაც.