გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში სხდომა გაიმართება.
ეს კომისიის მეათე შეხვედრაა. მხარეები დღევანდელ შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ვითარებისა და კრიმინოგენული ვითარების საკითხებს განიხილავენ.
"ეს არის მეათე შეხვედრა. ეს იქნება ბოლო შეხვედრა მიმდინარე წელს. შეხვედრებს ჩვენ გავაგრძელებთ მომავალი წლის იანვარში. საკითხები იქნება ტრადიციული. გალის რაიონში მომხდარი ინციდენტები, მოსახლეობის გადაადგილება ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ადამიანის უფლებების დაცვა", _ განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა.
დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლში ტარდება, რადგან გაეროს ყოფილი შენობა, სადაც ადრე მხარეები იკრიბებოდნენ, რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს.