უახლოეს მომავალში საქართველოში "სეგვეის" მესამე თაობა გამოჩნდება. "სეგვეის" მაქსიმალური სიჩქარე 20კმ/სთ. მოძრაობის შესაძლებლობა 45 გრადუსზე. მარტივია სამართავად, არ სჭირდება გაზი და მუხრუჭი. დადის წვიმაშიც და თოვლშიც. გათვლილია ადამიანებზე 11 წლიდან. იტევს მაქსიმუმ 135 კილოგრამს. ხშირად გამოიყენება სარეკლამო კამპანიებისთვის.
სულ რამდენიმე წელია ტრანსპორტის ეს ინოვაციური სახეობა საქართველოშიც შემოვიდა. ამერიკული კომპანიის "სუპერ სეგვეის" ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური დილერი საქართველოში ფიზიკური პური ჯანსუღ წოწონავაა.
საქართველოდან სეგვეის ექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ხორციელდება.
საქართველოში შესაძლებელია სეგვეის, როგორც შეძენა ასევე დაქირავებაც,. თუმცა მისი ფასი საქართველოშო საკმაოდ მარალია.
1 ადამიანისათვის სეგვეის 1 საათით დაქირავება 40 ლარი ღირს, 2 ადამიანისათვის - 35 ლარი, 3 ადამიანზე მეტისათვის კი 30 ლარი.
აღნიშნულ ფასში შედის გიდი-ინსტრუქტორის მომსახურებაც.
ის ადამიანი, ვინც ერთხელ ისარგებლებს ფასიანი სერვისით, შემდეგ გასეირნებაზე კი თან 2 მეგობარსაც მიიყვანს, თვითონ უკვე უფასოდ ისეირნებს, მისი მეგობრები კი ფასდაკლებას მიიღებენ.
უკვე 146 ქვეყანაში სეგვეი მნიშვნელოვან დამხმარე ტრანსპორტს წარმოადგენს დაცვის პოლიციისათვის. აგრეთვე საკმაოდ კომფორტულია საგანგებო სიტუაციებში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო სამსახურების ჯგუფების გადაადგილებისათვის და ა.შ. იდეა საქართველოშიც პოპულარული ხდება და დასაწყისისთვის ალბათ, როგორც მინიმუმ, ბევრ ტურისტს ჩვენს ქუჩებში სწორედ სეგვეი-ზე "ამხედრებულებს" იხილავთ.
2001 წელს დინ კამენმა( Dean Kamen) სეგვეის (Segway) შექმნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. PT-ს ანუ პერსონალური ტრანსპორტის შექმნის მთავარი სამი იდეა იყო: მინიმალური ტერიტორიის დაკავება, მაქსიმალური მანევრირება და ტროტუარებსა თუ სპეციალურად შექმნილ ბილიკებზე საკუთარ ფეხებზე სწრაფად მოძრაობა.