საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლატვიის პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი იმყოფება.
ლატვიის პრეზიდენტი წუხელ ბათუმში ჩაფრინდა, დღეს კი ის თბილისში გამოემგზავრება.
ვალდის ზატლერსი მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან.
პრეზიდენტების განხილვის თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთოებების გარღმავება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაჯანსაღება, აგრეთვე საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია იქნება.
მხარეები საქართველოში რუსეთის აგრესიის შედეგებზეც იმსჯელებენ.
ორი ქვეყნის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქართულ-ლატვიურ ბიზნეს-ფორუმში. ლატვიის პრეზიდენტის დელეგაციაში 62-კაციანი ბიზნესმენთა ჯგუფი იქნება წარმოდგენილი. მხარეთა შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდება.
"ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ პარტნიორებზე, როგორ გააგრძელებენ ისინი მათთან თანამშრომლობას. როდესაც ლატვიიდან 64 ბიზნესმენი ჩამოდის, ამას რასაკვირველია, შედეგი ექნება", _ განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ჯერმალ ინაიშვილმა.
ლატვიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირებთანაც გამართავს შეხვედრას.
ორდღიანი ვიზიტის დასასრულს ვალდის ზატლერსი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება.