დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ზურეკიანის 4-ში წუხელ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ექვსი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.
ხანძარი იტალიური საცხოვრებელი სახლის პირველ სართულს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა 30 კვ.მ-ის ფართობი.
ხანძრის ლოკალიზება სახანძრო სამსახურმა რამდენიმე წუთში მოახერხა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ შეშის ღუმელი გახდა.