საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელმაც გასულ კვირას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეკითხვებით მიმართა დღეს 14:00 საათზე არტ კაფეში (მის: ორბელიანის ქ. 31. ყოფილი ამერიკის საკონსულოს ტერიტორია, კოლმეურნეობის მოედანზე) პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პატრიარქისადმი გაგზავნილი შეკითხვების ავტორებმა აცნობეს, პრესკონფერენციაზე საქართველოს საპატრიარქოს ის პოზიცია გაპროტესტდება, რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით დაფიქსირდა.
"საზოგადოების ნაწილმა კითხვებით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქს. მიმართვას ხელს 235 ადამიანი აწერდა. აღნიშნულზე, საპატრიარქომ გააკეთა შემდეგი კომენტარი:
"შეკითხვების ავტორებს ჩვენ საზოგადოების ნაწილად არ ვთვლით და არ ვაპირებთ
მასზე პასუხების გაცემას". http://ghn.ge/news-3800.html
"პრესკონფერენციაზე მოხდება მიმართვის წაკითხვა, სადაც გამოითქმება პროტესტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პასუხისადმი",- ნათქვამია საზოგადოების ერთი ნაწილის განცხადებაში.