8 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სს მინისტრები დაესწრებიან. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ნინო კალნადაძემ განაცხადა,
"ეს არის ახალი ინსტრუმენტი, რომელშიც ქართული მხარე იღებს მონაწილეობას. მის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართება", - განმარტა კალანდაძემ. '
მისი თქმით, მინისტერიალზე 2010-20011 წლების სამოქმედო გეგმებზედაც იქნება საუბარი.