8 დეკემბერს ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს განიხილავს.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე.
საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი 2000 წლის 14 ივნისიდან გახდა.