20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო "ძველი თბილისის'' საკონფერენციო ოთახში, ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის წარმომადგენლები ჟურნალისტებს შეხვდებიან.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2009 წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს - "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით''. პროექტი ხორციელდება ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს'' ფინანსური მხარდაჭერით.
შეხვედრის მიზანია: ახალი საბიუჯეტო კლასიფიკატორსა (GFSM -2001) და ბიუჯეტის ფორმირების წესებზე მცირე სემინარის გამართვა; ბიუჯეტთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევის შედეგების წარმოდგენა; მედიის წარმომადგენლთა მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი და ცაკლეულ საკითხებზე ცენტრის ექსპერტთა მოსაზრებების გაცნობა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება მიმდინარე კვლევის/მონიტორინგის შედეგები შემდეგ საკითხებზე: ზოგადი მაკროეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში; საქართველოს საგარეო ვალის მონიტორინგი; სახელმწიფო ბიუჯეტისა და ძირითადი მონაცემების და მიმართულებების შესაბამისობა; 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიმოხილვა; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
პრეზენტაციის მომხსენებლები არიან დავით ნარმანია და შოთა მურღულია.