დონეცკში საქართველოს ორი მოქალაქე ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა. უბედური შემთხვევა ზაპოროჟია-დონეცკის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი "მიცუბიში" ამოტრიალდა და ნაწილებად დაიშალა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი სამართალდამცავების ინფორმაციით, ავტოკატასტროფის დროს საჭეს საქართველოს მოქალაქე მართავდა. იგი გადარჩა, თუმცა თავის ქალის მძიმე ტრავმით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ორი თანამგზავრი კი დაიღუპა.
უკრაინაში საქართველოს გენერალური კონსულის თეიმურაზ ნიშნიანიძის თქმით, ავტომობილში 1980 წელს დაბადებული გოჩა ანთელავა და 1965 წელს დაბადებული გოჩა მესხია იმყოფებოდნენ, ავტომობილს კი კობა ანთელავა მართავდა.
ამჟამად საქართველოს საკონსულო სამშობლოში დაღუპულთა გადასვენების დეტალებზე მუშაობს.