ბრიტანეთის სამხრეთში სოფელ ვესტბერი-სუბ-მენდიპში უცნაური, მსოფლიოში ყველაზე პატარა ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს.
სოფელში, სადაც 800 ადამიანი ცხოვრობს, არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღეს და სატელეკომუნიკაციო კომპანია British Telecom-ისგან ერთ ფუნტ სტერლინგად შეისყიდეს სატელეფონო ჯიხური, სადაც საჯარო ბიბლიოთეკა მოაწყვეს.
ჯიხურში სპეციალურად დამზადებულ თაროებზე განთავსებულია წიგნები. ნებისმიერ მსურვეს შეუძლია ჯიხურიდან წამოიღოს წიგნი, წაიკითხოს და უკანვე მიიტანოს.
მსოფლიოში ყველაზე პატარა "ბიბლიოთეკა-ჯიხური" სოფლის მოსახლეობასა და სტუმრებში დიდი პოლულიარობით სარგებლობს.