მიმდინარე კვირას პარლამენტში ერთი რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც `საარჩევნო კოდექსთან~ დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, `საარჩევნო კოდექსში~ ცვლილებების შეტანის პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, მაგრამ მეორე მოსმენამდე უნდა მოესწოროს იმ საკითხების განხილვა, რაც აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარეობს.
`შეთანხმებულ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს, მაგრამ განხილვის დროს კოლეგების მხრიდან რიგი შენიშვნები იქნა გამოთქმული და საჭიროა, ამის ასახვა დროულად მოხდეს. ამიტომაც სესიამდე არსებული დრო გამოვიყენოთ კონსულტაციებისთვის, რათა გამომდინარე საკითხების შეჯერებაც მოხდეს,~ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
იმის გამო, რომ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე დარჩენილია მხოლოდ ერთი სასესიო კვირა და კანონმდებლობით ორგანული კანონის პირველი და მეორე მოსენით ერთ სასესიო კვირას არ შეიძლება, რიგგარეშე სესია გაიმართება პარასკევს, 11 დეკემბერს და პირველი მოსმენით იქნება მიღებული ის კანონპროქტები, რაც `საარჩევნო კოდექსში~ შეტანილ ცვლილებებს უკავშირდება.
სესია პარასკევს.