საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები პრეზიდენტმა პარლამენტს დღეს წარუდგინა. 7 ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარმოდგენილია 21 კანდიდატურა.
.პირველ ვაკანტურ თანამდებობაზე წრადგენილნი არიან მერაბ ბასილია, მალხაზ ნარინდოშვილი, გიგა ნასარიძე. მერე ვაკანტურ თანამდებობაზე - ჯონი კალანდაძე, ნოდარ სარჯველაძე, იაგო კაჭკაჭიშვილი, მესამეზე - ლევან ფოფხაძე, ემზარ გოგუაძე, ინგა ბოლოთაური, მეოთხეზე - ავთანდილ ანთიძე, ბადრი გვარამია, ნანა გოგოჩაშვილი, მეხუთეზე - ნინო დანელია, ლელა გაფრინდაშვილი, გიორგი მელაძე, მეექვსეზე - ლია ჩახუნაშვილი, მზია გოგნიაშვილი, მაია მიშელაძე, ხოლო მეშვიდე ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს შორენა შავერდაშვილს, თამაზ ბიბილურსა და მიხეილ აიდინოვს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
საზოგადოებრივუ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს პარლამენტი წლის ბოლომდე დაამტკიცებს.
მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკურ ძალებს კონსულტაციების გამართვას ურჩევს. თუმცა, ეს ფაქტი `ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ გააპროტესტა. მისი თქმით, პრეზიდენტს კონსულტაციები სამეულების შედგენამდე უნდა გაემართა.
უმრავლესობა კი ურჩევს, რომ თუ კანდიდატები არ მოსწონს, ხმას ნუ მისცემს და პრეტენზიით პრეზიდენტს მიმართოს.