ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებას ურჩევს, რომ საახალწლო მზადება უფრო `სადად, ეკონომიურად და ეროვნულად~ წარმართოს.
ამის შესახებ განცხადება ლევან ვეფხვაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მან პრეზიდენტი იმის გამო გააკრიტიკა. რომ ხდება ქართული თოვლის ბაბუის სანტათი ჩანაცვლება.
ვეფხვაძის თქმით, ხელისუფლება გასულ წლებში, საახალწლო ღონისძიებებს ეროვნული ელემენტებით ავსებდა, თუმცა წელს ვითარება შეიცვალა.
გარდა ამისა, ვეფხვაძე ხელისუფლებას გემოვნებასაც უწუნებს. მისი თქმით, რუსთაველის გამზირი ,,ხრუშოვკას" დაემსგავსა.
ამიტომაც იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საახალწლო მზადება უფრო `სადად, ეკონომიურად და ეროვნულად~ წარმართოს.
ვეფხვაძის განცხადებამ უმრავლესობის წევრები გაამხიარულა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეფასებით, გემოვნებაზე არ დაობენ, თუმცა სანტას სახელი ყველა ბავშვმა იცის.
ვეფხვაძეს გოკა გაბაშვილი გამოეხმაურა და მას ურჩია კიდეც, რომ საახალწლოდ მისმა ფრაქციამ მხატვრული კონცეფცია შეიმუშავოს თუ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიები არ მოსწონს.
,,უხერხულია, რომ მსგავს განცხადებებს აკეთებთ, მზაკვრული რამ მომხდარა გუშინ რუსთაველის გამზირზე, რომ პრეზიდენტს თოვლის ბაბუის ნაცვლად სანტა კლაუსი უთქვამს," - დასძინა გაბაშვილმა.