სამეცნიერო მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ნესტან კირთაძემ უაღრესად საშიში და სახიფათო უწოდა იმ განცხადებებს და ქმედებებს რაც ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ იყო მიმართული.
კირთაძის განცხადებით, ღია და ფარული დევნა მართლმადიდებლობისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ აქტიურ ფაზაში შედის.
"მინდა იცოდნენ ჩვენმა თანამემამულეებმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მინდა იცოდეს მთელმა მართლმადიდებლურმა სამყარომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ გრძელდება და აქტიურ ფაზაში შედის ღია და ფარული დევნა მართლმადიდებლობისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ; ღია და ფარული დევნა წმიდა სინოდისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ. ეს არ არის ახალი და მოულოდნელი. 2003 წლის ნოემბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ "ვარდების რეჟიმი" საქართველოს სამოციქულო ეკლესიას დაშლით და სამ საპატრიარქოდ დაყოფით დაემუქრა; ამ მოკლე ხნის მანძილზე იყო ეკლესიების ნგრევა და ჯვრების შეურაცყოფა; საშუალო-საგანმანათლებლო სკოლებიდან მოძღვართა გამოდევნა და საეკლესიო სამლოცველო კუთხეების მოშლა;", _ აცხადებს ნესტან კირთაძე.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გამოსაცემად მზადდება შეურაცხმყოფელი წიგნი პატრიარქისა და წმიდა სინოდის წინაარმდეგ.
"უახლოეს მომავალში გამოსაცემად მზადდება შეურაცხმყოფელი წიგნი პატრიარქისა და წმიდა სინოდის წინაარმდეგ; სააკაშვილის პროპაგანდისტული ტელევიზია ენერგიულ ტირაჟირებას უკეთებს შეურაცხმყოფელ ფილმს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის წინააღმდეგ და გადაცემის სარეკლამო რგოლში დაუფარავ მინიშნებას აკეთებს, რომ შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯერი დგება.
როგორც ჩანს ეს დროც დადგა", _ აცხადებს ნესტან კირთაძე.
ნესტან კირთაძე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შეაჩეროს საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და პატრიარქის დევნა.
"ღიად მივმართავ მიხეილ სააკაშვილს: მოგმართავ, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულიერი შვილი, რომელსაც აქვს პატივი და ღვთის წყალობა, ჰქონდეს ყოველდღიური ურთიერთობა ჩვენი დროის ყველაზე დიდ ღმერთშემოსილ მამასთან და, ამავდროულად, ატარებს უზარმაზარ პასუხისმგებლობასაც.
მოგმართავ, როგორც მეცნიერი და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიკოსი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ საქართველო მრავალი ასეული წლის მანძილზე გადაარჩინა მხოლიდ მართლმადიდებლობამ და კვლავაც გადაარჩენს და გაამთლიანებს მას. ხმოგმართავ, როგორც პოლიტიკოსი: შეაჩერე მეზობელი სახელმწიფოს სულიერი ლიდერის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი პროპაგანდა;Eშეაჩერე საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და პატრიარქის დევნა. შეგახსენებ, რომ ღმერთთან და ღმერთშემოსილ მამებთან ბრძოლაში ჯერ არავის გაუმარჯვია და შეაჩერე ეს უგუნურება ვიდრე გვიან არ არის", _ აცხადებს ნესტან კირთაძე.