13 აპრილს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N15, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.70%-ით, მაქსიმალური 8.85%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.77%-ით განისაზღვრა.