"ქრისტიან-დემოკრატები~ პარლამენტში მუდმივმოქმედი ორგანოს - მონიტორინგის საპარლამენტო ჯგუფის შექმნას ითხოვენ, რომლის ფუნქციაც შსს-ს ოპერატიულ -ტექნიკურ საქმიანობაზე მონიტორინგის
განხორციელება იქნება. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკთა.
როგორც მან აღნიშნა, ეს ინიციატივა ფრაქციას უკვე მომზადებული აქვს კანონპროექტის სახით, რომელიც დღეს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს ჩაბარდება.
ცვლილებები კი უნდა შევიდეს `პოლიციის შესახებ~ კანონში და `პარლამენტის რეგლამენტში~.
წარმოდგენილი ცვლილებებითა და დამატებებით, პარლამენტში იქმნება მუდმივმოქმედი ორგანო _ მონიტორინგის საპარლამენტო ჯგუფი, რომლის უმთავრეს ფუნქციად განსაზღვრული იქნება კონტროლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ საქმიანობაზე.
ამ ფუნქციათა შესასრულებლად, მონიტორინგის ჯგუფი გასწევს კონტროლს:
1. სამინისტროს მიერ ფინანსების ეფექტიან და რაციონალურ ხარჯვაზე შესაბამის ნაწილში;
2. ტექნიკური საშუალებებით აღჭურვაზე;
3. კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნის (მათ შორის მოსმენებზეც), ვიზუალური კონტროლის (თვალთვალი) და სხვა ოპერატიული საქმიანობის საშუალებით ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებაზე, აგრეთვე მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებისა და გაცემის კანონიერებაზე.
მონიტორინგის საპარლამენტო ჯგუფის შემადგენლობაში შევა ყველა საპარლამენტო ფრაქციისა და უფრაქციო დეპუტატთა ჯგუფის თითო-თითო წარმომადგენელი. თავმჯდომარე კი აირჩეევა პარლამენტის მიერ ჯგუფის წარდგინებით, იმ პირობით, რომ ის არ უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი.
მონიტორინგის საპარლამენტო ჯგუფი უფლებამოსილი იქნება სრული შემადგენლობის უმრავლესობით დასვას დროებითი საგამოძიებო კომიიის შექმნის საკითხი მისი მონიტორინგის სფეროში შემავალ თემატიკასთან დაკავშირებით, ხოლო სამინისტრო ვალდებული, რომ მონიტორინგის საპარლამენტო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგონის ინფორმაცია მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.
მონიტორინგის საპარლამენტო ჯგუფის საქმიანობისათვის საჭირო ფინანსური ხარჯები ცალკე პუნტქად უნდა იქნეს გათვალისწინებული პარლამენტის ყოველი წლის ბიუჯეტში.