უკრაინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილებად მიიჩნევს, ვინაიდან ისინი ასეთებად არიან აღიარებულნი მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინე გრიცენკომ გააკეთა.
"უკრაინა არ აპირებს "ამბოხებული რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარებას და მათ საქართველოს განუყოფელ ნაწილებად მიიჩნევს, ვინაიდან ისინი მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ასეთებად არიან აღიარებულნი", _ განაცხადა მან ჩეხურ გამოცემა "Lidové noviny"-თან საუბარში.
ამასთა ერთად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ "ჩვენ ვგმობთ რაიმე სახის ძალოვან მეთოდებს თბილისსა და მოსკოვს შორის ტერიტორიული დავების გადაწყვეტის საკითხში და მხარს ვუჭერთ ამ კონფლიქტის სამართლებრივ დარეგულირებას".
ამას გარდა, გრიცენკო ასევე აცხადებს, რომ ორგანიზაცია "სუამს" პერსპექტიულ პროექტად მიიჩნევს, რომელსაც "მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ კიდევ სრულად გამოყენებული არ არის".
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ უკრაინა აპირებს მნიშვნელოვნად გაააქტიუროს "სუამის სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი".
შეგახსენებთ, რომ ეს ორგანიზაცია 1997 წელს საქართველოს, უკრაინისა, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მიერ შეიქმნა. 1999-2005 წლებში ამ ორგანიზაციაში უზბეკეთიც შედიოდა.