ქარელის რაიონის სოფელ დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. დღის წესრიგში სულ ათი საკითი იყო განსახილველი. შეხვედრაზე ოსმა სეპარატისტებმა საზღვრიპირა რაიონებში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების მოქმედებაზე გაამახვილეს ყურადღება.
მოლაპარაკებებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებსაც სიყუაციაზე თვალყურის დევნება ევალებათ, რატომღაც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის საზღვრისპირა რაიონის მიმართ. ჩიგოევმა აღნიშნა, რომ მას ეს მონაცემები ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელთაგან აქვს.
თუმცა მიუხედავად ამისა, მისი თქმით, შეხვედრის ყველა მონაწილემ აღნიშნა, რომ საზღვარზე სიტუაცია სტაბილურია და სერიოზული დარღვევები არ აღინიშნება.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ოს სეპარატისტებს დაკავებულების გაცლის პროცესის გაგრზელება შესთავაზა, რაზეც სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული პროცესი მხოლოდ მას შემდედ შეიძლება გაგრძელდეს, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ სასამართლო განხილვა დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ოს სეპარატისტთა ტყვეობაში ამჟამად საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფება.
მომავალი შეხვედრა, მონაწილეთა შეთანხმების მიხედვით მიმდინარე წლის 5 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრები ადრე სოფელ ერგნეთში ტარდებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც ერგნეთის სკოლაში "ნატოს კუთხე" გაიხსნა სეპარატისტებმა ამ შეხვედრებში მონაწილეონაზე უარი განაცხადეს და შეხვედრის ადგილის სოფელ დვანში გადატანა მოითხოვეს.