რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს საქართველოს ორ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონთან - აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან რუსეთის მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნული კანონი რუსეთის დუმამ მიმდინარე წლის 23 მარტს მიიღო და 30 მარტს ფედერაციის სათათბირომ მოიწონა.
აღნიშნული კანონის მიხედვით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეები და რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთთან უვიზოდ იმოგზაურებენ.