7 აპრილს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N14, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 160 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა.
სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა შვიდ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.00%, მაქსიმალური 8.30%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.19%-ით განისაზღვრა.