აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფში თურქეთში ჩავიდა. ბაღაფშს თან თავისი ე.წ. მთავრობის წევრებისაგან შემდგარი საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია ახლავს თან.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი მადლობას უცხადებს თურქეთის მთავრობას, რომელმაც ამ ვიზიტის განხორციელების საშუალება მისცა.
აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ბაღაფში ანკარაში დღის მეორე ნახევარში ჩავიდა. იგი უკვე შეხვდა თურქეთში მაცხოვრებელი აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს.
ამას გარდა, თურქეთის დედაქალაქში დაგეგმილია რიგი საქმიანი შეხვედრები და მათზე ორმხრივი ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების განხილვა.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ ვიზიტის ნაწილი სტამბულში ჩაივლის, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აფხაზური და ჩერქეზული დიასპორები.