ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი, ნოტარიუსის საზღაურად ჩაითვლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სანოტარო მოქმედებათა შესრულებისთვის საზღაურის შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის განისაზღვრება, როგორც ნოტარიუსის საზღაური.
"დღემდე ეს საკითხი კანონმდებლობით დარეგულირებული არ იყო. ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე საპროცენტო განაკვეთის ნოტარიუსის საზღაურად ჩათვლა არის ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო პრაქტიკა და მიმართულია ე.წ. სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში "უსაფრთხო გარიგების~ ტენდენციის გამყარებისკენ", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, კანონპროექტით ასევე ხდება სხვა სანოტარო საზღაურთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება, კერძოდ თუ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების მიღებული მინდობილობის/რწმუნებულის ან განცხადების ცვლილება/გაუქმება ხდება პირდაპირ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით სანოტარო საზღაური განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით, ხოლო თუ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მიღებული მინდობილობის/რწმუნებულის ან განცხადების ცვლილება/გაუქმებისთვის მხარე არ იყენებს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებს სანოტარო საზღაური განისაზღვრება 25 ლარით.
აღნიშნული კანონპროექტით ასევე დარეგულირდება სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სანოტარო მოქმედებების საზღაური, რომელიც განისაზღვრება 10 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.