კერძო აღმასრულებელს სამუშაო ბეჭედზე სამუშაო ადგილის მისამართის მითითების ვალდებულება ეხსნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონში.
მოქმედი ნორმის თანახმად, სამსახურეობრივ ბეჭედზე უნდა აღინიშნებოდეს კერძო აღმასრულებლის სახელი, გვარი, კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ნომერი, სამსახურის მისამართი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული ხელმოწერის ნიმუში.
კანონპროექტის თანახმად კი, კერძო აღმსარულებლის ბეჭედზე სამუშაო ადგილის მითითება სავალდებულო აღარ იქნება, რათა მომავალში მის მიერ სამუშაო ადგილის მისამართის შეცვლის შემთხვევაში სამსახურეობრივი ბეჭდის გამოცვლა აღარ დასჭირდეს.
აღნიშნული კანონპროექტი დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.