აფხაზეთში მდებარე "ნაგვალუს" სამხედრო პოლიგონზე რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმედღიანი სამხედრო წვრთნა დაასრულეს. "რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებდა ორმხრივ ტაქტიკურ წვრთნას აფხაზეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე", _ ნათქვამია სამხრეთ ფედერალური ოლქის საინფორმაციო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, წვრთნა პოლიგონისაკენ 100 კილომეტრიანი მარშით დაიწყო და სამხედრო მძღოლების გამოცდა გახდა. "ამ გამოცდას ახალგაზრდა მძღოლებმა წარმატებით გაართვეს თავი", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ თავად პოლიგონზე, ორი დღის განმავლობაში მუშავდებოდა თავდაცვისა და იერიშის უნარ-ჩვევები, იხვეწებოდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების გამოცდილება და საფორტიფიკაციო ნაგებობების გამოყენება".
"პირადი შემადგენლობის მიერ შესრულებულ იქნა ნორმატივები საცეცხლე, ტაქტიკურ, საინჟინრო და სპეციალურ მომზადებაში. ასევე ჩატარდა მაქსიმალურად საბრძოლო პირობებს მიახლოებული სწავლება მთიან-ადგილებში", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.